გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

7-06-2023

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომელმაც მინისტრს ოფიციალურად წარუდგინა ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება.


შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.


ფინანსთა მინისტრმა როლანდ პრაისს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.


ასევე, ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ხელმძღვანელობით მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის მიერ გაწეული სამუშაოსთვის.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.