გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო პროცესი დასრულდა

7-06-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და 18:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

 

ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა.

 

საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

 

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 8:00 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი და ხმის მიცემა დაიწყო 9:00 საათზე. თითოეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ შესაბამის კურსზე. ამომჩეველმა აირჩიეს იმდენი კანდიდატი, რამდენიც  განსაზღვრულია დადგენილი წესით.

 

თსუ თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, 2 კანდიდატის წარმომადგენელი.