გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა

7-06-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვალერი არღუთაშვილის ინფორმაციით, არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 12 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა: „დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.“

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის სკოლისა და მედიცინის ფაკულტეტების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 160 რეგისტრირებული დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტისგან 120 დელეგატი აირჩიეს.

 

თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 8:00 საათზე დაიწყო. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს  აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, 2 კანდიდატის წარმომადგენელი.