8-06-2023
ოპოზიციას შეუძლია, არ იყოს ვიღაცის დასაყრდენი, იმ ვიღაცის, ვისაც შეიძლება ძალიან აწყობდეს და ეროვნულ ინტერესად მიაჩნდეს, რომ საქართველოში იყოს მეორე ფრონტი გახსნილი რუსეთის წინააღმდეგ. ეს შეიძლება ძალიან კეთილშობილური მიზანი იყოს, მაგრამ რის ხარჯზე, ამაზე მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ფიქრობენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია დასაყრდენი არ იქნება იმ ხალხის, ვისაც უნდა ამ გეგმების შესრულება, უფრო მეტი შანსი გვაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„ოპოზიციას შეუძლია, არ იყოს ვიღაცის დასაყრდენი, იმ ვიღაცის, ვისაც შეიძლება ძალიან აწყობდეს და ეროვნულ ინტერესად მიაჩნდეს, რომ საქართველოში იყოს მეორე ფრონტი გახსნილი რუსეთის წინააღმდეგ და ეს შეიძლება ძალიან კეთილშობილური მიზანი იყოს, მაგრამ რის ხარჯზე, ამაზე მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ,საქართველოში ფიქრობენ.
ამასობაში, თუ ოპოზიცია დასაყრდენი არ იქნება იმ ხალხის, ვისაც უნდა ამ გეგმების შესრულება, მაშინ უფრო მეტი შანსი გვაქვს ევროპულ პერსპექტივებთან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. უტოპიაა გასაგებია, მაგრამ თეორიული დაშვება, რომ საზოგადოება მიხვდეს, რაზე ვლაპარაკობთ, ერთ მშვენიერ დღეს რომ წარმოვიდგინოთ, ეყოთ ძალა და მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს და თქვას და ასე უნდა იქცეოდნენ პატრიოტები რომ იყვნენ, რომ დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ არის ხელისუფლებაში და გარედან მოსული დავალებების შესრულების დრო არ არის და მოდით, ყველამ ვთქვათ, რომ საქართველო ამ მოცემულობით, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ რეალური კრიტერიუმებით, ეს ისედაც ასეა ოღონდ, უბრალოდ სიმართლე რომ თქვან, რომ ამ მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და თუ გარედან დასაყრდენი მათში არ ექნებათ, პრაქტიკულად აბსოლუტური გარანტიაა, რომ ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამას არ აკეთებენ “ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.