გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: მას საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა, თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ?

8-06-2023

„თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ? მისი გული თუ უკრაინას ეკუთვნის, ჩემი პოზიცია სხვანაირი რატომ უნდა იყოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მედიასთან განაცხადა.


მაჭარაშვილმა ასევე, ზოგადად ოპოზიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, ტრიბუნიდან განცხადება ვინ უნდა გააკეთოს და ერთმანეთის კანონპროექტებსაც არ უჭერენ მხარს.


„ლელოს კონსოლიდაცია თავის თავში და პარტიაში უჭირს, რადგან აირჩია ხალხმა 4 წევრი და თავმჯდომარე თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა მოადგილესთან ერთად პარლამენტიდან, რა გვინდა პარლამენტშიო. ახლა ამბობენ, მომავალ პარლამენტში აგვირჩიოს ხალხმაო, ალბათ, იმისთვის, რომ ისევ გამოვიდნენ იქიდან.


რაც შეეხება მინისტრთა ე.წ ჩრდილოვან კაბინეტს, ეს ფილმი ჩვენ ვნახეთ, როდესაც 2 თუ 3 წლის წინ ვაშაძემ თქვა, მე უნდა ვიყო ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიო, მერე მიხეილ სააკაშვილი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.


ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს კი არა, 4-დან 2 კაცი ძლივს შერჩა პარლამენტში დღეს და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვივამედში გაამწესა პრემიერობის ნაცვლად. დღეს ეს ხალხი ვერ თანხმდება იმაზე, ტრიბუნიდან ვინ გააკეთოს განცხადება და ერთმანეთის კანონპროექტებს არ უჭერენ მხარს. რომელ მინისტრების „პორტფელებს“ გაინაწილებენ ესენი, რომ კოალიცია შექმნან შემდგომ? ეს უკვე სასაცილო გახდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.