გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: რა თქმა უნდა, ეს მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, როცა საქართველოს აძლევ ამ 12 რეკომენდაციას, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ უკრაინას და მოლდოვას მსგავსი რეკომენდაციები სტატუსის მოპოვების შემდეგ გადაეცა

8-06-2023

„იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი მიიღებს სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს საქართველოს, რადგან მე მჯერა, რომ რამდენადაც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი იმავე ხარისხით, ევროკავშირს სჭირდება საქართველო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს 12 რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა მას მისცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ახლა ბურთი და მოედანი ევროკავშირის ხელშია - მან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 

„პირველ რიგში, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ინტერესისთვის და მათი გულწრფელი მოსაზრებებისა და მსჯელობისთვის საქართველოს პოზიციებზე ამ რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსურს მოკლედ ვისაუბრო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. რა თქმა უნდა, ეს მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, როცა საქართველოს აძლევ ამ 12 რეკომენდაციას და შეგახსენებთ, რომ უკრაინას და მოლდოვას მსგავსი რეკომენდაციები სტატუსის მოპოვების შემდეგ გადაეცა, ხოლო ჩვენ ეს რეკომენდაციები სტატუსის მოპოვებამდე მივიღეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ამ 12 რეკომენდაციას და ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს.

 

ეჭვი არ მეპარება, რომ კრიტერიუმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ამ პროგრესის გასაზომად არის სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მივიწევთ ამ თორმეტი რეკომენდაციისკენ, რადგანაც სხვა ობიექტური ინსტრუმენტი არ არსებობს არა მარტო საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად, ამ მხრივ აღქმები ხშირად სუბიექტურია და გარკვეული ობიექტური ზომები უნდა გაგვაჩნდეს.

 

ასე რომ კრიტერიუმები ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ამ რეკომენდაციებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამავდროულად ვახორციელებთ ასოცირების დღის წესრიგს, ვასრულებთ ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებსაც და დაახლოებით 50% ვალდებულებებისა უკვე შესრულებულია და რამდენიმე სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელიც DCFTA-ს ნაწილია, ჩვენ ზოგ სფეროში 60-პროცენტიანი, ზოგიერთ შემთხვევაში კი 80 და 90%-იანი პროგრესიც გვაქვს ჩვენი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

 

ვგულისხმობ იმ ევროპულ დირექტივებს რომელიც მოიცავს ისეთ ინსტიტუტების გაძლიერებას და იმპლემენტაციას, როგორიცაა მაგალითად ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, შრომის მონიტორინგის სააგენტო და ასე შემდეგ.

 

ეს ყველაფერი ევროკავშირის ამ რეკომენდაციებშია და რა თქმა უნდა, ჩვენ მივიწევთ მსგავი ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების გზით. რაც შეეხება ამ 12 რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვასრულებთ, მაგრამ ამ მხრივ საბოლოო ზღვარი არ არსებობს. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდაციაა, გაუთავებელი პროცესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს და ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, მაგრამ ეს არის გაუთავებელი პროცესი.

 

გენდერული თანასწორობა - ეს პროცესიც უსასრულოა, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის პირობები როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ჩვენში ქვეყანაში მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უსასრულოა, რადგან ახალი გამოწვევები, ახალი გარემოებები, ახალი პოზიციები ჩნდება და ჩვენ უნდა განვავითაროთ და შევქმნათ ახალი მიდგომები, ახალი პოლიტიკა, ახალი ინსტრუმენტები. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ბოლომდე აღმოიფხვრება ორგანიზებული დანაშაული ან თუ მივაღწევთ სრულ გენდერულ თანასწორობას მაგრამ ახლა ვართ საზოგადოებაში და სამყაროში, სადაც ეს პროცესები უსასრულოა. ამიტომ ცხადია, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

 

ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და ახლა ბურთი და მოედანი თქვენს ხელშია. ვიმეორებ, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლით ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ მაინც არ არის გვიანი, როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასე რომ, ევროკავშირის იმედი მაქვს, რათა სამართლიანად დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ ვალდებულებების შესრულებაში, და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი მიიღებს სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს საქართველოს, რადგან მე მჯერა, რომ რამდენადაც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი იმავე ხარისხით, ევროკავშირს სჭირდება საქართველო, რადგან ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ,ეს არის ჩვენი საერთო მომავალი და ჩვენი ძლიერი და ერთიანი ხმა საერთაშორისო საზოგადოებისა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.