გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი კომიტეტის შეხვედრაშიმიიღომონაწილეობა

8-06-2023

ევროპის  მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) მმართველი კომიტეტის მე-17 შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა.


შეხვედრას ევროპის 31 ქვეყნის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.


ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) წევრი საქართველო 2019 წლიდანაა, ხოლო მიმდინარე წელს, ევროპის მცენარეთა კრიოკონსერვაციის ჯგუფის წევრიც გახდა.


აღმასრულებელმა კომიტეტმა გასული X ფაზის ანგარიშის პარალელურად, წარმოადგინა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR)ახალი, XI(2024-2028 წწ) ფაზის სტრატეგია  და პერსპექტიული მიმართულებები, როგორიცაა: ევროპის მცენარეთა გენბანკების ინტეგრირებული სისტემების (AEGIS), გენბანკების მენეჯერებისდა ევროპული შეფასების  (EVA) ქსელის შექმნა,გენეტიკური რესურსების ინფორმაციისა და კორდინაციის  (ECIC/GR) ევროპული ცენტრის დაფუძნება და სხვა.


სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთესლის ხარისხის ლაბორატორიამ 2020 წლიდან ISO/IEK 17025 სტანდარტებთან შესაბამისობის აკრედიტაცია 2020 წლიდან მოიპოვა.

 

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების (ECPGR) კოოპერირებული პროგრამის  ახალიXI ფაზის პრიორიტეტების გეგმის მიხედვით,  საქართველოში არსებული მცენარეთა გენბანკის კოლექციების მდგრადი მართვის მიზნით, ამავე გენბანკში ISO 9001 ხარისხის სერტიფიცირების მენეჯმენტის სისტემის - ხარისხის ინფრასტრუქტურის  შემუშავება-დანერგვა იგეგმება.

 

ვიზიტის ფარგლებში,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ლისაბონის აგრარული  და ვეტერინარიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან გამართა, მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ვაზის ეროვნული საკოლექციო ნარგაობა დაათვალიერა და ინსტიტუტში ვაზის სელექციის მიმართულებით  მიმდინარე კვლევით საქმიანობას გაეცნო.


გამართულ შეხვედრებზე, საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.