გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ ახალციხის სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა მონტაჟდება

8-06-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.


მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ.


პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 78 222 ლარის ფარგლებში ფინანსდება და შპს „გურიამშენი“ ახორციელებს.


სკოლა დღემდე გასათბობად შეშის ღუმელებს იყენებდა. „პროექტის დასრულება უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“ -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.