გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

9-06-2023

კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავსსაძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.


კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოსთავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა, გურიისრეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.


შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები (დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით) სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით. საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით.


მნიშვნელოვანია, რომ სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა მოხდება.პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.


„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი  შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).