გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უზბეკური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

9-06-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთში მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს და პოპულარულ ბლოგერებს მასპინძლობს. 

პრესტურის 9 მონაწილე თბილისს ეწვია, მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს.  ბლოგერები და ჟურნალისტები თელავს, წინანდალს, ყვარელს, უფლისციხეს, ქვიშხეთს,  ვარძიას, ბორჯომს, ახალციხეს ესტუმრებიან.

 ტურის განმავლობაში უზბეკური მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლის ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ, ეწვევიან დაშბაშის კანიონს. უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და მაღალრეიტინგულ გამოცემებში გაავრცელებენ. პრესტურის მიზანია უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.