9-06-2023
„ეკაა, მოდი ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ - შენი ხელფასი გაასაჯაროვე, 10 წლის განმავლობაში, საზოგადოების მტრობაში და გავლენის ბენეფიციარობაში რამდენი გაქვს აღებული?“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესის გამკაცრება.
ქადაგიძის თქმით, გიგაური ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა.
"არა რუსული ინიციატივას! საერთაშორისო გამჭირვალობა და ეკა ბრეჟნევ-გიგაური, აინიცირებს კანონის გამკაცრებაზე წინადადებას, რათა დეკლარაცია მეტად გამჭირვალე და დეტალური იყოს, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ რა ქონებას ფლობს... ეკაა, მოდი ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ - შენი ხელფასი გაასაჯაროვე, 10 წლის განმავლობაში, საზოგადოების მტრობაში და გავლენის ბენეფიციარობაში რამდენი გაქვს აღებული? მერე, შენი "ანტისამთავრობო" ორგანიზაციის ფინანსები გაასაჯაროვე... და ბოლოს - "ქოლგა მაგრა დაიჭი, ე მაგეებიდან არ გადმოვარდე"...
P.S. ვერ გათეთრდებით, ვერა... ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევით მთელი ცხოვრება და ხართ გავლენის ბენეფიციარები, გაქვთ ნული რეიტინგი და საზოგადოებაში აღიქმებით, როგორც "ლუზერები". წერეთ "დაკლადები" კელი ბიცოლას სახელზე და ფრთხილად იყავით, რამეს არ წამოასკდეთ ამდენი ქანაობით...“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.