გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაციამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყალბი კამპანიის წარმოებით ჩაეგდო გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას

9-06-2023

„ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაციამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყალბი კამპანიის წარმოებით, რომ ჩაეგდო, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას,“- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ის ქვეყნები, ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან.

 

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, მედიას მოუწოდებს "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" დონორებს ჰკითხონ რატომ აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავრობო სექტორში.

 

„პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციაში [საერთაშორისო გამჭვირვალობაში], პრობლემაა მის დამფინანსებლებში. ის ქვეყნები და ორგანიზაციები, ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც მანიპულირებით, სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან. სინამდვილეში, მათი დამფინანსებლები რადიკალური დღის წესრიგის მიუხედავად კიდევ უფრო მეტ და მეტ ფულს უმატებენ იმისთვის, რომ მეტი მანიპულაცია და მეტი სიყალბე გაავრცელოს მსგავსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ის დონორები ქართველი ხალხის წინაშე არაკეთილსინდისიერები არიან. ამიტომ მედიას მოვუწოდებ, "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" დონორებს ჰკითხონ - რატომ ექცევიან ასე ქართველ ხალხს და რატომ აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავრობო სექტორში“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.