გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით

9-06-2023

სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობას და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მას და მის კოლეგებს უსაუბრიათ ევროპარლამენტარებთან და სამწუხაროდ, ისინი საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან.


„ევროპარლამენტარებთან მისაუბრია, ჩემი კოლეგებიც ხვდებიან ევროპარლამენტარებს და ესაუბრებიან 12 პუნქტის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ისინი სიღრმისეულად ვერ ერკვევიან საკითხებში. რა რეფორმები ტარდება, რა პროექტები ხორციელდება, რა არის შინაარსი რეფორმების - ამ საკითხებზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა, რამდენიმე NGO-ს მხრიდან ჰედლაინის დონეზე გაჟღერებული კრიტიკისა. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად ქართული პოლიტიკის საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან მათ ესმით. სიღრმისეული დისკუსიის დროს ვერცერთ დეტალში ვერ მოგყვებიან, ვინაიდან სიღრმეების ცოდნა არ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.