გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაიცვალა

17-08-2018

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 
დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებით, კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლიფტი გამოიძახა, რომელიც არ ჩამოვიდა. ლოდინის შემდეგ მესამე სართულზე ავიდა და ლიფტში მამაკაცი დაინახა, რომელსაც ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. 
"აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იყო უკვე ძალიან," - განაცხადა ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.