გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: დღემდე არ გვაქვს პასუხი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს შარშან ივნისში რატომ არ მიენიჭა

9-06-2023

ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შარშან ივნისში. სინამდვილეში, ეს პასუხი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო.

 

მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭების თაობაზე, ობიექტური პასუხი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოსთვის უარის თქმა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

 

„ევროკომისიისგან, იანვრის ანგარიშით, პირიქით გვაქვს პასუხი, რომ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ობიექტური კრიტერიუმებით, იმ ე.წ. დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით, რომელსაც ხშირად აჟღერებს ხოლმე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად უნდა მინიჭებოდა. როდესაც სხვადასხვა დედაქალაქსა თუ ინსტიტუციაში კითხვას ვსვამთ, რა იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭების განმაპირობებელი, პასუხი სხვადასხვაა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, რაც ერთ რამეს აჩვენებს: სინამდვილეში, ამის ობიექტური პასუხი არ არსებობს. იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც რთულია ახლა თქვა, თუ რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.