გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

10-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში,  ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.


,,სამეგრელოში უკვე იწყება მოცვის მოსავლის აღება. მოგეხსენებათ,  ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მოცვის ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა.


2500 ჰექტარზე მეტ ფართობზე უკვე გაშენებულია ბაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ, მომავალ წლებში, 20-25 ათასი ტონა მოსავალი, ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტის შესაძლებლობა და დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვისდამატებითი შემოსავალი გვექნება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს წარმოების მთლიან ჯაჭვში - როგორც ბაღების გაშენებაში, ასევე სამაცივრე მეურნეობებისა და გადამმუშავებელი საწარმოების მოწყობაში", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველი ახალი გაშენებული ბაღი, სამაცივრე მეურნეობა თუ გადამმუშავებელი საწარმო ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს.


ფერმერი დილარ თოდუა ერთ-ერთი პირველია, ვინც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობს. მან სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი 2017, 2018, 2021 წლებში გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. როგორც ფერმერმა აღნიშნა, ბაღების გაშენებას და მეურნეობის გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.


დავით და დილარ თოდუებმა პროგრამით „დანერგე მომავალი“    238,000 ლარის თანადაფინანსება მიიღეს; ბაღების გაშენებისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით გაცემული  შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა  1 მლნ ლარს აჭარბებს.  


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის  გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის,  სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია  69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება. 

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,  41 მლნ ლარზე მეტით თანხით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე  დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება,  მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, 27 მლნ ლარზე მეტი თანხით, 1,500 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება.