გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში თავისი საპატიო ადგილი წლების განმავლობაში უკავია ჩვენი ქვეყნის „მეგობარ“ და „პარტნიორ“ უკრაინას

10-06-2023

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ღია წყაროებში გაჟონილი და გავრცელებული 700 000 ათასი საიდუმლო დოკუმენტიდან, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ აშშ სრულად აკონტროლებდა და აკონტროლებს უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალს“, - ამის შესახებ, წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

 

ქართველიშვილის თქმით, აშშ-ს ხელისუფლება, რომელიც სრულად აკონტოლებს უკრაინას და მის ხელისუფლებას, წარმოუდგენელი და არასერიოზულია, რომ მათ არ იცოდნენ, თუ რას აპირებდა და აპირებს უკრაინა.

 

„საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში თავისი საპატიო ადგილი წლების განმავლობაში უკავია ჩვენი ქვეყნის „მეგობარ“ და „პარტნიორ“ უკრაინას. წინა ეპიზოდების მსგავსად, ჩვენ აქ შევჩერდებით მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელ გარემოებაზე. უკრაინული მხარის სადაზვერვო მიმართულება საქართველოში კვლავინდებურად ემსახურება ერთ ძირითად მიზანს: ეს არის მოვლენათა პროვოცირება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის კუთხით, რაც უკანასკნელ პერიოდში შეძენილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, გამოიწვევდა რეგიონში თურქეთ-აზერბაიჯანის გააქტიურებას და სამხედრო კონფლიქტში მათ იძულებით ჩართვას, თუნდაც საკუთარი ენერგომატარებლების დაცვის კუთხით.

 

გასაგებია, რომ არც ეს გეგმები წარმოადგენენ უკრაინული ავტონომიური ფანტაზიის ნაყოფს და გამომდინარეობენ აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის სტრატეგიული ხედვებიდან, სადაც მათი ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს კონფლიქტში ჩართვით (აღნიშნული ბრალდება გააჟღერა კიდეც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმაც). მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ღია წყაროებში გაჟონილი და გავრცელებული 700 000 ათასი საიდუმლო დოკუმენტიდან, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ აშშ სრულად აკონტროლებდა და აკონტროლებს უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალს.

 

ასე რომ, იმის დაშვებაც კი, რომ მათ არ იცოდნენ და არ იციან, თუ რას აპირებს/აპირებდა უკრაინა წარმოუდგენელი და არასერიოზულია. ასე რომ, უკრაინული მხარე აგრძელებს ქართულ პოლიტიკაზე თავის უხეშ მავნე ზემოქმედებით ჩარევას, რაშიც სანდო ინფორმაციით სარგებლობს აშშ-ს პირდაპირი წაქეზებითა და მხარდაჭერით. მ/წლის მაისში, კობა ნაყოფიას მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მთავარ პარტნიორად განიხილავს სწორედ „ნაცმოძრაობას“, კერძოდ: “პარტიის ირგვლივ სკანდალების გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინელები იფიქრებენ რომ სამომავლო პროცესებში “ენმ“ ვერ იქნება წამყვანი ძალა და შესაბამისად მათთვის სასურველი პარტნიორი“.

 

პროცესების კურატორებად კვლავ რჩებიან ერმაკ-არახამიას გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თემებს მიღმა ერმაკსა და არახამიას შორის შიდა უკრაინულ პოლიტიკურ და ბიზნეს-ველებზე მიმდინარეობს „ხელჩართული ბრძოლა წესების გარეშე“. ეს ორი ოდიოზური ფიგურა დაუფარავად ებრძვის ერთმანეთს - გასული წლის სექტემბერში თავისი ამერიკელი ბიზნეს-პარტნიორის, უკრაინული წარმოშობის კონგრესმენის ვიქტორია სპარცის მეშვეობით, არახამიამ საჯაროდ დაადანაშაულა ერმაკი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამას მოჰყვა ერმაკის საპასუხო სვლა და არახამიაზე, მედიაში გაჟონა სკანდალურმა ინფორმაციამ მისი ქვანახშირის ბიზნესში მაქინაციების თაობაზე.

 

მაგრამ ეს შიდა ბრძოლა დროებითი ზავით სრულდება ყოველ ჯერზე, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მათ ერთობლივი დავალება აქვთ შესასრულებელი. „ენმ“-ს ზოგიერთ წრეებში აქტიურად განიხილება დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში შემოყვანის საკითხიც, მასთან კონსულტაციები გაიარა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც მისი ქართულ პოლიტიკაში ხილვის სურვილის გარდა, სურს კეზერაშვილის ნაცვლად სწორედ მას გადააბაროს ,,ენმ“-ს დაფინანსების საკითხიც (გაკეთდა მისი პრემიერ-მინისტრად წამოყენების შეთავაზება).

 

ეს ინფორმაცია ერთის მხრივ, იქნებოდა აბსურდული, მაგრამ მეორეს მხრივ, დავით არახამიამ დაიწყო ქართული ენის ინტენსიური შესწავლა და შექმნა ქართულენოვანი „ფეისბუქ-პროფაილი“, რომლითაც პირდაპირ მიმართავს ქართველ ამომრჩეველს, რითაც პრაქტიკულად აკეთებს განაცხადს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტისგან მოსალოდნელ სიურპრიზებს, შესაძლოა ამას არა იმდენად სააკაშვილის შეწყალების, არამედ არახამიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მოულოდნელი მინიჭების კუთხით ველოდოთ.

 

ყველა არსებული ინფორმაციით, აშშ გეგმავდა და გეგმავს საქართველოზე ზემოქმედებას უკრაინის გავლით, რისკენაც პრეზიდენტ ზელენსკის უბიძგებენ უკრაინის საკითხებში ამერიკელი კურატორები. როგორც უკვე მოგახსენეთ, დადასტურებული ინფორმაციით - სექტემბერში, უკრაინის გავლით ქვეყანაში იგეგმება 200 მილიონი დოლარის შემოტანა, რომელიც მოხმარდება ოპოზიციური სექტორის დაფინანსებას, საქმეში ჩართული იქნებიან დავით კეზერაშვილი და მიხეილ ხოდორკოვსკი (შესაძლოა თანხები შემოვიდეს სხვადასხვა ფონდების ან ხოდორკოვსკის კონტროლირებადი კომპანიების მეშვეობით). ამ ინფორმაციას დამაჯერებლობას მატებს ისიც, რომ USAID და აშშ-ს საელჩოს საკურატორო ორგანიზაციები გადასული არიან როგორც მსხვილი, ასევე მცირე ჯგუფების დაფინანსებაზე. საქართველოს სხვა „დაუძინებელ მეგობართა“ მავნებლობაზე კი აუცილებლად გაცნობებთ ახლო მომავალში“, - წერს, სოციალურ ქსელში ქართველიშვილი.