გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კობში უცნნობმა პირებმა სავარაუდოდ სასაფლაო დანაღმეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს

17-08-2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, სასაფლაო დანაღმეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს.

ინფორმაციას "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები ავრცელებენ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრის, ლაშა ბერულავას განცხადებით, სრულიად შემთხვევით, თრუსოს ხეობიდან მომავალი ტურისტებისგან გაიგეს, რომ კობში დანაღმული სასაფლაო იყო. მისივე თქმით, აუცილებელია, "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" თრუსოს ხეობაში პატრულირება დაიწყოს. 

"სრულიად შემთხვევით, გამვლელი ტურისტებისგან გავიგეთ ინფორმაცია, რომ კობში დანაღმული იყო სასაფლაო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთ საფლავზე დარჩენილი იყო ტარი, რომელზეც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო დამაგრებული ეს დანაღმული დროშა. ჩვენი პოზიციაა, რომ თრუსოს ხეობაში უნდა დავიწყოთ პატრულირება "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" - განაცხადა ლაშა ბერულავამ. 

ადგილზეკრიმინალისტები და გამნაღმველებიც იმყოფებოდნენ.