გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარმა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

10-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და პირველ ადგილზე გასული მოსწავლე და მისი მასწავლებელი პირადად დააჯილდოვა.


 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და მოსწავლეების წახალისების კუთხით მათთვის საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობების, სხვადასხვა კონკურსისა და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


 

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მსგავსი სახის ინიციატივები და სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების კომპონენტების გაძლიერება ხელს უწყობს მოზარდებში მრავალმხრივი – წერითი, აზროვნების, სოციალური, შემეცნებითი და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. 


 

2023 წლის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ:


 

I ადგილი –  სკოლა “აიბი მთიების” მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა


 

II ადგილი – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ოსიძე


 

III ადგილი – ქალაქ თბილისის 65-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძე


 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილე 32 მოსწავლის მიერ შექმნილი ნაშრომები, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ცალკე კრებულად გამოიცემა.


 

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ფილოლოგიის დოქტორისა და პედაგოგის, გია მურღულიას ინიციატივით, უკვე მერვე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებისთვის იმართება და მის მთავარ მიზანს განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.


ამასთან, კონკურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლისა და წიგნიერების მიმართ ინტერესის ამაღლებას და ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.