გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს - რას ამბობდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2011 წელს რუსეთთან ურთიერთობაზე

10-06-2023

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებით ვაჭრობის კუთხით, ნებისმიერი რამე შეუძლიათ შემოიტანონ, ფულიც შეუძლიათ შემოიტანონ, თვითონაც შეუძლიათ შემოვიდნენ, პროდუქციაც, მომსახურება, ნებისმიერი რამე ჩვენკენ უპრობლემოდ შემოდის. ჩვენ გვაქვს თავისუფალ რეჟიმი - აცხადებდა ნაცმოძრაობის ყოფილი წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2011 წელს.


ჯაფარიძე მაშინ მიიჩნევდა, რომ რუსული ბაზრის გახსნა ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნებოდა, ქართული პროდუქციის დაბრუნება კი ჩვენთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი.


„თუ ბაზარი გაიხსნება, ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნება და ქართული პროდუქცია თუ დაბრუნდება, ჩვენთვის ეს ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში გამოიწვიოს ღვინის ხარისხის ისევ გაუარესება და რაღაც, ეკონომიკური თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ღვინოს გავყიდით ჩვენ იქ, ჩვენთვის ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი. პოლიტიკური საკითხი ეს ნაკლებად არის, ეს უფრო სუფთა ეკონომიკური ხასიათის არის და ყველა შემთხვევაში ჩვენთვის მომგებიანი იქნება. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებით ვაჭრობის კუთხით, ნებისმიერი რამე შეუძლიათ შემოიტანონ, ფულიც შეუძლიათ შემოიტანონ, თვითონაც შეუძლიათ შემოვიდნენ, პროდუქციაც, მომსახურება, ნებისმიერი რამე ჩვენკენ უპრობლემოდ შემოდის. ჩვენ გვაქვს თავისუფალ რეჟიმი. პრობლემა არის იქითა მხრიდან და თუ იქითა მხრიდანაც იქნება ანალოგიური, ეს იქნება მომგებიანი როგორც ჩვენთვის, ისე რუსეთის ბაზრისთვისაც. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება, ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ნებისმიერი ქვეყანა“, - ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე.