გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა

11-06-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელას, ფუტსალის, ფრენბურთის გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობის სიგელები გადასცა, სტუდენტური კაპელას ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძე კი, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 


მიმდინარე წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

„ჩვენი სტუდენტები სამეცნიერო თუ სასწავლო პროცესების პარალელურად აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ თუ შემოქმედებით ღონისძიებებში. ჩვენ შევაჯამეთ ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც 2023 წელს ჰქონდათ სპორტულ გუნდებს, ასევე დავაჯილდოვეთ უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა პოლონეთში წარმატებული გამოსვლისთვის, მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს გამარჯვება“, - განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრანპრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2022-2023 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. სტუდენტური ფესტივალი 2023-ის ფრენბურთის ჩემპიონატში კი, გამარჯვება უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლები გადაეცათ. უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.


ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 საფინალო სიმღერა შეასრულა. დაჯილდოების ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.