გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში გენეტიკური კვლევის დაფინანსებას დავიწყებთ

17-08-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,  C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში გენეტიკური კვლევის დაფინანსება დაიწყება. 

ამის შესახებ სერგეენკომ განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. 

ამასთან, სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენონ. 
"კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მოსახლეობისთვის, ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. მოსახლეობა ამ 140 ლარს აღარ დახარჯავს, არამედ ამას სახელწიფო დახარჯავს. 
მინდა, ვუთხრა ყველას, გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ისინი ამ დაავადებასთან ერთი ერთზე არ დარჩნენ", – განაცხადა დავით სერგეენკომ.