გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვატო შაქარიშვილი: შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს

11-06-2023

კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით არიან დაინტერესებულები.

 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

 

“საღამომშვიდობის მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამოაზრეებო, უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით დაინტერესებულებო! შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. დავიწყოთ, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

 

არ დავუშვათ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან! წერტილი დავუსვათ ადამიანების შეურაცხყოფას, ბულინგს, ცილისწამებას!

 

P.S. ნაც-ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. პროვოკაციებზე იქნება ადეკვატური პასუხი. საქართველო უპირველეს ყოვლისა!”- წერს ვატო შაქარიშვილი.