გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

12-06-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა პარლამენტის როლზე ,,გრეკოს”რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს პარლამენტსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


რაჟდენ კუპრაშვილმა თავის მხრივ ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს.


რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური აქტიურად იმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.