გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ComCom-მა „მედიის გასაღების" პროექტის ფარგლებში, 180-მდე მოსწავლე გადაამზადა

12-06-2023

კომუნიკაციების კომისიამ, „მედიის გასაღების" პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენება და დისკუსია გამართა. შეხვედრები თბილისის 71-ე, 149-ე და 143-ე სკოლებში ჩატარდა და სულ 180-მდე მოსწავლე დაესწრო. პროექტი მიზნად მოზარდებში კრიტიკული ანალიზის განვითარებას ისახავს და მათ ფილმებისა თუ მულტფილმების შინაარსის გააზრებაში ეხმარება.


დისკუსიას მედიაწიგნიერების ტრენერი, ანი გვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც, კინოჩვენების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად ფილმის შინაარსსა და მთავარ თემებზე იმსჯელა.


შეგახსენებთ, რომ "მედიის გასაღები" ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ფილმების შესახებ პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ შემუშავებული ინფორმაციაა განთავსებული. პლატფორმა ხელს უწყობს მოზარდებს, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, გააანალიზონ ფილმის შინაარსი, ასევე, შეაფასონ მთავარი სათქმელი და მედია პროდუქტის არსი.