გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

12-06-2023

სურსათის ეროვნული სააგენტო, ბრუცელოზის დაავადებაზე ზედამხედველობის  მიზნით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სისხლის ნიმუშების კვლევას (სერომონიტორინგი) და პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს.  

დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ტარდება როგორც ცხოველის ბრუცელოზით დაავადების საეჭვო/დადასტურებული შეტყობინების, ასევე ადამიანის ბრუცელოზით დაავადების  დაფიქსირების შემდგომ.

მიმდინარე წელს, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში (ურაველი, ხერთვისი, სახუდაბელი, ორგორა, ძველი, რუსთავი, გორელოვკა, დილიფი, ბაკურიანი, ანდეზიტი, ციხისჯვარი) გამოკვლეულია 842 სისხლის ნიმუში (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონელი), საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 118 სული, ხოლო 2022 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოკვლეულია 674 სისხლის ნიმუში (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონელი), საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 79 სული.

დაავადებული ცხოველის დაკვლა, კანონმდებლობის შესაბამისად, ვეტერინარული ზედამხედველობით ხორციელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველების  ბრუცელოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია მასობრივად ხორციელდება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 156 ათასამდე პირუტყვია ვაქცინირებული (მათ, შორის სამცხე-ჯავახეთის 265 დასახლებულ პუნქტში ვაქცინირებულია  - 19 916 პირუტყვი).

 

ბრუცელოზი - ქრონიკული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება  სხვდასხვა სახეობის ცხოველი და  ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.  

ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება  აბორტებით.

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში (აბორტის დროს), არ შეეხოთ ცხოველს შიშველი ხელებით, თვითნებურად არ დამარხოთ ან გადააგდოთ აბორტირებული ნაყოფი,  დაუკავშირდით ვეტერინარ ექიმს, რომელიც აიღებს ნიმუშს და დიაგნოსტირებისათვის ლაბორატორიაში გადააგზავნის.

ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის მიზნით !

  • ჩაუტარეთ თქვენს კუთვნილ საქონელს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გამოკვლევები
  • დაავადების საეჭვო შემთხვევაში, მიმართეთ ვეტერინარ ექიმს
  • განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და უზრუნველყავით მისი დაკვლა სასაკლაოზე
  • დაიცავით პირადი უსაფრთხოება ცხოველების მოვლისას, განსაკუთრებით,  მშობიარობის დროს, ხორცის დამუშავებისას (ხელთათმანი, წინსაფარი, ბოტები)
  • ნუ მიიღებთ რძესა და რძის პროდუქტებს ადუღების ან პასტერიზაციის გარეშე.

https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/9