გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ზალკალიანი: ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა

17-08-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გამოცემა "ეხო მასკვისთან" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა. ამასთან, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები აქვს.

"ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა. თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. საქართველოს მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ითვალისწინებს სწორედ ამ სამშვიდობო ინიციატვების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ვაჭრობის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ევროპაში თავისუფალი გადაადგილების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დიალოგის კუთხით და სწორედ ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ მათ", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ გამოცემასთან "ეხო მასკვისთან" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც მეზობელმა ქვეყანამ, დროა, აფხაზეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ერთობლივ მომავალზე იფიქროს.