გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ფაშისტური დაჯგუფებების წევრები „ახალგაზრდა უმრავლესობის“ სახელით შეურაცხყოფას აყენებენ დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ახალგაზრდებს - ვინც ლიბერალ-ფაშისტი არაა, „რუსეთუმეა“!

13-06-2023

„კონკრეტული ახალგაზრდული ფაშისტური დაჯგუფებების წევრები შეურაცხყოფას აყენებენ, „აბულინგებენ“ და ემუქრებიან ალტერნატიული, დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ახალგაზრდებს. ყოველივე ეს კი ხდება „ახალგაზრდა უმრავლესობის“ სახელით ე.წ. „უმცირესობის“ სტიგმატიზაციის ნიშნით. რა თქმა უნდა ყველა, ვინც ლიბერალ-ფაშისტი არაა, „რუსეთუმეა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.


მისი თქმით, ქართული საზოგადოების პოლარიზაციამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკვე მხოლოდ თაობებს შორის დაპირისპირებით აღარ შემოიფარგლება და ახალგაზრდები ერთმანეთსაც უპირისპირდებიან, რაც ქვეყნის მდგომარეობაზე ცუდად აისახება.


„ქართული საზოგადოების პოლარიზაციის საქმეში ბზარის გაფართოების მცდელობა გასცდა პოლიტიკურ სფეროს და ასაკობრივ ჯგუფებს შორის უთანხმოების გაღვივებას („პენსიონერები VS „ახალგაზრდები“). ეს პოლარიზაცია გადავიდა თანატოლების სეგმენტზე და აქტიურად მიმდინარეობს ლიბერალური ფაშიზმის საუკეთესო მახინჯ ტრადიციებში. კონკრეტული ახალგაზრდული ფაშისტური დაჯგუფებების წევრები შეურაცხყოფას აყენებენ, „აბულინგებენ“ და ემუქრებიან ალტერნატიული, დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ახალგაზრდებს. ყოველივე ეს კი ხდება „ახალგაზრდა უმრავლესობის“ სახელით ე.წ. „უმცირესობის“ სტიგმატიზაციის ნიშნით.


რა თქმა უნდა ყველა, ვინც ლიბერალ-ფაშისტი არაა, „რუსეთუმეა“. ოზი ოსბორნს (ექს Black Sabbath) დღემდე სდებენ ბრალს, რომ მისი სიმღერის ერთ-ერთი ორაზროვანი სტრიქონი გახდა ახალგაზრდა ბიჭის სუიციდის „ტრიგერი“.


ნურავინ იტყვის, რომ ის არაორაზროვანი დამცირება და მუქარა, რომელიც ალტერნატიული აზრის გამომხატველი ახალგაზრდების მიმართ ისმის „ნორჩი ლიბერალ-ფაშისტების“ მხრიდან, არ მოიცავს სუიციდურ ბიძგებს. ჩვენ უკვე განვიხილეთ მაგალითები, როდესაც ცნობილი პოლიტიკოსების სკოლის მოსწავლე შვილებს უწოდებდნენ „მოღალატის ნაშიერს“.


პირადად მე დღემდე ვიგერიებ სვავ-ტელევიზიების პროვოკაციებს: „თქვენს საქმიანობას თუ მოიწონებდა თქვენი გარდაცვლილი შვილი?“ სკოლებს გასწვდნენ, საფლავებში გვიძვრებიან და დღეს უკვე საუნივერსიტეტო სფეროს გვიბილწავენ. მე მაწვდიან ამ მუქარის შემცველი წერილების „სქრინებს“, მე ვიცი ამ ლიბერალ-ფაშისტების სახელები და გვარები. მაგრამ თუ მათი პროვოკაცია ცალკეული ადამიანის, ან ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა, ვინ უნდა აგოს პასუხი? ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, იმ კონკრეტული უნივერსიტეტის რექტორმა, რომელიც ან არ ზრუნავს საკუთარ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური პოლარიზაციის აღკვეთასა და ფაშიზმის გაღვივებაზე, ან პირდაპირ თავად აქეზებს მას.


განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს გენინსპექციის, ან დისციპლინური კომისიის მსგავსი ორგანო, რომელმაც კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მოსთხოვოს რექტორს შესაბამისი ზომების მიღება, ან შეცვალოს იგი. ხოლო ის სტუდენტი, რომელიც საკუთარ თანატოლს უბედურების ჩადენისაკენ უბიძგებს ნებით, თუ უნებლიედ, როგორც მინიმუმ, გარიცხული უნდა იქნას უნივერსიტეტიდან, ან მის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“, - წერს დავით ქართველიშვილი.