გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

13-06-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს, დომინიკ ჰასლერს შეხვდა.


პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრის ვიზიტი ლიხტენშტაინის მხრიდან პირველ ოფიციალურ ვიზიტს წარმოადგენს საქართველოში.


შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლიხტენშტაინის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორობისთვის.

დომინიკ ჰასლერის თქმით, საქართველოსა და ლიხტენშტაინს საერთო ღირებულებები აკავშირებთ, როგორებიცაა, დემოკრატიის, ადამიანების უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.


მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სექტორში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე. აგრეთვე, საუბარი შეეხო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში.


დომინიკ ჰასლერმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის, გაუზიაროს საქართველოს ლიხტენშტაინის, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრი ქვეყნის, გამოცდილება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით.


ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მრავალმხრივ დონეზეც, მათ შორის, ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის დროს.