გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში რძის კოოპერაციული საწარმო მოქმედებს

17-08-2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "შურობუმოს" საქმიანობას გაეცნო. რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის " სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. 
კოოპერატივი "შურობუმო" სენაკის მუნიციპალიტეტში საქმიანობს და 16 ფერმერს აერთიანებს. პროგრამაში ჩართულობით მათ შესაძლებლობა ეძლევათ უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. 
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "შურობუმოს" გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "შურობუმო" ასევე ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPAღD) პროგრამაში. 
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენება. 
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.