გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის ,,ახალბაღში" სავარაუდოდ 13-წლის გოგონასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარეს

17-08-2018

ორის კულტურისა და დასვენების პარკში არასრულწლოვან გოგონასთან სავარაუდო სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ.

ფეისბუქის ჯგუფში, სადაც გორის მოქალაქები არიან გაწევრიანებული, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია 13-წლის გოგონასთან სქესობრივი აქტის შესახებ. თვითმხილველი (მისი პირადი მონაცემები დაფარულია) ყვება, რომ პირადად დაინახა აღნიშნული პირები.

კულტურისა და დასვენების პარკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ,,ახალბაღის' ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული. ბაღის დირექტორი ამჟამად შვებულებაში, ხოლო ფინანსური განყოფილების ყოფილი წარმომადგენელი ალეკო დგებუაძე გვეუბნება, რომ სათვალთვალო კამერების შეძენის შესახებ, მერიას წერილიც იყო მიწერილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, დასჯადია სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, ამგვარ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება შეტყობინებისთანავე იწყება. მაგალითად, 2015 წელს ასეთი 183 შემთხვევა დაფიქსირდა -  მათგან 5 გორში, 12 კი - შიდა ქართლში..

სსკ-ის 140-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია სრულწლოვნის მიერ დაზარალებულის 16 წლის ასაკს მიუღწევლობის წინასწარი შეცნობა. საქმეთა უდიდეს ნაწილზე - 151 საქმეზე (153 ფაქტზე) დასტურდება პოტენციური ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის 16 წლის ასაკს მიუღწევლობის წინასწარი შეცნობის ფაქტი. 

ანალიზით შესწავლილი იქნა სქესობრივი კონტაქტის დროს პოტენციურ დაზარალებულ პირთა ასაკი. 85 შემთხვევაში სრულწლოვნის სექსუალურ კავშირს ადგილი ჰქონდა 15 წლის პირთან; 14 წლის პირთან - 53 შემთხვევაში; 13 წლის - 15 შემთხვევაში; 12 წლის - 6 შემთხვევაში და 11 წლის - 3 შემთხვევაში.

"შიდა ქართლი"