გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: "უკრაინული კანონი" დაგვიწუნეს, "რუსული კანონის" კვალდაკვალ... ზუსტად ის, აშშ-ს საელჩომ უკრაინაში რომ "თამამი და მტკიცე" უწოდა

13-06-2023

„საერთოდ არ გვაინტერესებდა "დეოლიგარქიზაციის" თემა - "ჩაგვიდეს". სულ სხვა "მსხვერპლი" უნდოდათ, რომ გაბმულიყო. დაგებულ მახეში თავისიანების გაბმის შიშით გადათქვეს ეს ვალდებულება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშრებით ორმაგი სტანდარტები დასავლეთს უკვე ტრადიციად ექცა.


„საქართველოსთან დაკავშირებით უკვე ტრადიციად ქცეული "ორმაგი სტანდარტების" სივრცე დასავლეთმა "დანაღმულ ველს" დაამსგავსა, სადაც მაზოხისტური სიხარულით ყოველ ჯერზე "საზეიმოდ" ფეთქდება. თავიდანვე დავარქვი 12-პუნქტიან დათქმებს - ხაფანგი, რომელიც დაუგეს საქართველოს მისი ურჩობისათვის: არ შესწიროს ქვეყნის სუვერენიტეტი მარიონეტის ვასალურ ფუნქციას. დღეს ამ ხაფანგში უკვე მერამდენედ თავად "მონადირე" გაება. საერთოდ არ გვაინტერესებდა "დეოლიგარქიზაციის" თემა - "ჩაგვიდეს". სულ სხვა "მსხვერპლი" უნდოდათ, რომ გაბმულიყო.


დაგებულ მახეში თავისიანების გაბმის შიშით გადათქვეს ეს ვალდებულება. "უკრაინული კანონი" დაგვიწუნეს, "რუსული კანონის" კვალდაკვალ. ზუსტად ის, აშშ-ს საელჩომ უკრაინაში რომ "თამამი და მტკიცე" უწოდა.


ის კანონი, რომელზეც უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ქ-ნმა მელინდა სიმონსმა აღნიშნა: "კანონის მიღებამ შეიძლება შეამციროს კერძო ინტერესების დამაზიანებელი ზეგავლენა უკრაინის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე". საერთაშორისო დისკუსიებს აღნიშნული კანონის მიმართ, ზუსტად ერთი წლის წინ თითქოსდა წერტილი დაუსვა ქ-ნმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა: "უკრაინამ მიიღო გაბედული დეოლიგარქიზაციის კანონი. ფაქტიურად, უკრაინა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. კარგია. ახლა საქმე ეხება კანონის განხორციელებას, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პრაქტიკაში მისი შესრულების შედეგები".


მაგრამ, "ცისფერი მთებისა" არ იყოს - ეს ხომ "სულ სხვა ტაში" იყო. მოთმინება ვიქონიოთ, სულ ცოტა ხანში ამერიკაში, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში ქუჩებში ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზრდება "მაღალ დემოკრატიულ ფასეულობებზე" დაფუძნებული მათი "სანიმუშო" საზოგადოების სექტორალურ-სეგმენტარული ურთიერთობები, დეპოლარიზაციის მოთხოვნის არააქტუალურობასაც მოვესწრებით...“, - წერს დავით ქართველიშვილი.