13-06-2023
ვილნიუსის სამიტზე იქნება ძლიერი სიგნალი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. თუმცა, ნატო ჯერ არ არის მზად, დაასახელოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღები მიმდინარე ომის გამო, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გრაფიკს.
„ამავდროულად, ვფიქრობ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი თარიღების დასახელება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა არის უკრაინის გამარჯვება.
„იმიტომ, რომ თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, წევრობაზე საერთოდ არ განიხილება, რადგან მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი“, - დასძინა სტოლტენბერგმა.