14-06-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილისოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის მესამე ტრანშის (ENPARD, Phase IV, tranche III) მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.
ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსსაქართველოშიროგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER მიდგომით ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის, ნარჩენების მდგრადი მართვის, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვალდებულებების შესრულების დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, შეხვედრებს მეოთხე ტრანშის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე პასუხიმგებელი სააგენტოების წარმომადგენლებთან გამართავენ.