გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა შოტლანდიაში წარმატებით იასპარეზეს

14-06-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მათ წარმატება მიულოცეს და შეჯიბრის სირთულეების შესახებ გაესაუბრნენ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6-კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის იყვნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, წარმატებით იასპარეზა ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში.


„მარშირება რთულ რელიეფზე“ 1-7 ივნისის ფარგლებში გაიმართა და მასში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მარშირებისას ოქროს მედლისათვის დასაფარი იყო 54 მილი, ვერცხლისთვის - 36.5, ხოლო ბრინჯაოსთვის - 22 მილი. თავდაცვის სამინისტროს გუნდიდან ოქროს მედლები მერაბ დემურაშვილმა, ზვიად ქარსანაშვილმა და ლევან წერეთელმა მოიპოვეს; ვერცხლის მედალი - ივანე კიპაროიძემ, ხოლო ბრინჯაო - გიორგი ბოცვაძემ და თემურ მეიფარიანმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ასევე მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემის დაძლევის გამოცდილების გაზიარებას.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს 2016 წელს მოპოვებული აქვს ერთი ბრინჯაოს, 2018 წელს სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის, ხოლო 2019 წელს ორი ბრინჯაოს და ოთხი ოქროს მედალი.