გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს ევროპალია საქართველოს მიეძღვნება, საქართველოს უძველესი ისტორია და კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით

14-06-2023

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს ევროპალია საქართველოს მიეძღვნება. საქართველოს უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის სამეფოში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ბელგიის სამეფოში გამართული ღონისძიების ორგანიზებაში.


„თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო! ძვირფასო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრო, ძვირფასო კომისარო ვარჰეი, პატივცემულო სტუმრებო, პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მადლიერება ბელგიის მთავრობისა და ქალბატონი მინისტრის მიმართ მხარდაჭერისა და თბილი მასპინძლობისთვის.


ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში.


იწყება ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს ევროპალია საქართველოს მიეძღვნება. საქართველოს უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით.


ქართული კულტურა ასეთი ყოვლისმომცველი მასშტაბით ჯერ არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი საზღვარგარეთ. ეს ჩვენ გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გავაცნოთ ერთ-ერთი უძველესი ისტორია და კულტურა ბრიუსელს და სხვა არაჩვეულებრივ ქალაქებს ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ.


ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროპულ ერებს შორის ჩვენი ადგილის დაბრუნება ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ოცნების ასრულებისთვის ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.