14-06-2023
მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საგარეო საქმეთა მინისტრებო, ელჩებო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო როგორც ამბობენ - გამარჯობა. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ წლის ევროპალია - ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი. მე მქონდა პრივილეგია რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როცა საქართველოში ჩამოვდიოდი ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართ-მასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია ჩვენი საერთო მომავალი დავაშენოთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტალურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე. 1, 2 მლრდ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრულ კაბელს, რომელიც უახლოეს თვეებში განხორციელდება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ჩვენ საღამოს ვნახავთ რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან - ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი თავის ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთივე სულისკვეთებით ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მე გულახდილად მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ბოლოს მინდა მოვუწოდო ყველას დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია იმიტომ, რომ საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით საქართველოს შესახებ ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ ეროვნულ დღეს,"- განაცხადა ვარჰეიმ.