გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე კინოცენტრში ბაჩო ოდიშარიას დანიშვნაზე: თუ არის სხვა ადამიანი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ

14-06-2023

მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ არის სხვა ადამიანი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად მსჯელობდეს და ბევრი ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ კინოკრიტიკოს ბაჩო ოდიშარიას დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ.

მისივე თქმით, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, რეორგანიზაცია ვიღაცეებს სამსახურიდან აუცილებლად ვიღაცის დათხოვნა გონია.


„რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს მოიცავს ამის გარდა, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, თუკი სადმე რეორგანიზაცია გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს. ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ, ეს შეუძლებელია, თავისუფლებაც, განვითარებაც.


რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მასთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი ასეთი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ბევრი ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცვლილების მხარდაჭერის შესახებ, რომ მინიმუმ 10% სატელევიზიო დოკუმენტალისტიკას მოხმარდეს.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცვლილება შეგვაქვს და მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ამ ნაწილსაც, რომ მინიმუმ 10% სატელევიზიო დოკუმენტალისტიკას მოხმარდეს, ქართული ფილმის განვითარების საქმეში ამ მიმართულებითაც შევიტანოთ წვლილი, რომ საკმაოდ დიდი თანხის მინიმუმ 10% მოხმარდეს ქართულ დოკუმენტურ ფილმებს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ვიღაც რაღაცას წევს, როგორც აიწევა, ისე ჩაიწევა, მაგრამ საქმე გაკეთდება, ეს არის მთავარი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.