14-06-2023
უკრაინამ საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის სასარგებლოდ მისცა ხმა - „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ არქტიკული ოპერაციების კომიტეტის თავმჯდომარედ „გაზპრომნეფტის“ თანამშრომელი სერგეი ბარანოვი აირჩიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ბარანოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ავსტრიამ, არგენტინამ, ბაჰრეინმა, ირანმა, ესპანეთმა, კატარმა, ჩინეთმა, ქუვეითმა, სამხრეთ კორეამ, მექსიკამ, რუსეთმა, საუდის არაბეთმა, ტაილანდმა და უკრაინამ. წინააღმდეგ წავიდნენ კანადა, დანია, ფინეთი, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი. ავსტრალიამ, ბელგიამ, ბრაზილიამ, კვიპროსმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ინდონეზიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ყაზახეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, შვედეთმა და აშშ-მა თავი შეიკავეს.
„სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში“ უკრაინას ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეუწყება წარმოადგენს. თუ რატომ მისცა ხმა უკრაინამ რუსეთის წარმომადგენელს, ეკონომიკის სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.