გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ლარის კურსი რომ გახდეს ისევ 3.45, ხელს ვისკენ გამოიშვერენ? რა თქმა უნდა „ქართული ოცნებისკენ“... ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი ინტერესი, შევქმნათ მყარი ვითარება ეროვნულ ბანკში

15-06-2023

„აქეთ არის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი, იქით სამი ვიცე-პრეზიდენტი. ამაზე როცა ამბობ, რომ გაოგნებული ხარ, პროგრამები შეჩერდება, საზოგადოებამ იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით ეს რამდენად ლოგიკურია“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

„აქეთ არის სამი ვიცე-პრეზიდენტი და აქეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი და ეს თურმე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას მიწაში ჩადებს, გაოგნებულია ვიღაცა და ა.შ. ხომ ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად ალოგიკური ის მოცემულობა, რაც გვაქვს: აქეთ არის სამი ვიცე-პრეზიდენტი, აქეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. რად უნდა ამას ან იურისპრუდენცია, ან ფინანსების ცოდნა, რომ ინტერესი გაუჩნდეს ამ პოზიციებთან დაკავშირებით. მართლა გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს შეაფასო როგორც დამოუკიდებლობისათვის რისკი, გაუგებარია“- აღნიშნა კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომ შექმნან მყარი ვითარება ეროვნულ ბანკში.

 

მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში მმართველი გუნდი წარადგენს კანდიდატურებს იმიტომ, რომ ეს თემები პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი და ლეგიტიმურად არჩეული გუნდის პასუხისმგებლობასთან.

 

„მმართველ გუნდს თუ აქვს ინტერესი, რომ მყარი ვითარება იყოს ეროვნულ ბანკში და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ პრობლემად არ იქცეს ეროვნულ ბანკში საბოტაჟი, რაც, გვახსოვს იგივე ქადაგიძისგან, ლარის კურსის პრობლემები თავიდან არ განმეორდეს, ინფლაცია არ იყოს წახალისებული, ამ შემთხვევაში საზოგადოება დადგება ჩვენს მხარეს. აქ საუბარია საკვანძო თემებზე, რაც არის პირდაპირ საზოგადოების ინტერესებში. ვინ იქნება პასუხისმგებელი, ლარის კურსი რომ გახდეს ისევ 3.45 ხელს ვისკენ გამოიშვერენ? სალომე ზურაბიშვილისკენ თუ მესტვირიშვილისკენ? რა თქმა უნდა „ქართული ოცნებისკენ“. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი ინტერესი, რომ შევქმნათ მყარი ვითარება ეროვნულ ბანკში.

 

ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ პირდაპირ მმართველი გუნდი წარადგენს კანდიდატურებს იმიტომ, რომ პირდაპირ არის დაკავშირებული ეს თემები მმართველი და ლეგიტიმურად არჩეული გუნდის პასუხისმგებლობასთან. ჩვენთან არის შემორჩენილი 90 -იანი წლებიდან ეს მოცემულობა, რომ მაშინ თვითონ პრეზიდენტი იყო მმართველი გუნდი, პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი იყო მისი გუნდი, პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს და მმართველი გუნდი იღებდა პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკზე.

 

და 2017 წელს იყო დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, თუმცა იყო მოთხოვნა, რომ პრეზიდენტს დარჩენოდა ეს კომპეტენცია. მმართველ გუნდს რომ უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი საკადრო გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს ჩანს იქიდან, რომ როცა საუბარია ლარის კურსზე, ან ინფლაციაზე ყველა ხელს გაიშვერს არა სალომე ზურაბიშვილისკენ, ან ეროვნული ბანკისკენ, ყველა ხელს გაიშვერს „ქართული ოცნებისკენ“. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი, რომ ეროვნულ ბანკში ვითარება იყოს სათანადოდ ჩამოყალიბებული, კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ ეროვნულ ბანკში, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.