19-08-2018
რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით, კახეთში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მუშაობის დასრულების შემდეგ მოხდება.
„წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მაშველები მუშაობდნენ. გუბერნატორთან და მაშველებთან კონტაქტი მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა. უკვე ადგილზეა ჩასული სოფლის მეურნობის მინისტრი. გარკვეულ გადაწყვეტილებებზე გქონდა საუბარი, თუმცა სჯობს ჯერ შტაბმა მუშაობა დაასრულოს და მერე ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გუშინ კახეთში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, წინასწარი ინფრორმაციით, 500 ჰექტრამდე ვენახი და ხეხილის ბაღი განადგურდა. კახეთში ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.