გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: როდესაც სისხლიანი ნაცი დაგიძახებს მოღალატეს, რუსს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან მტყუანი... ამიტომ, დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

15-06-2023

„როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას.

 

მისივე თქმით, ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები და როცა სისხლიანი ნაცი მოდის და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი.

 

„როგორც კი ნაცი დაგიძახებს რუსს თუ მოღალატეს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი გეძახის მოღალატეს და რუსს. ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაც მოდის, გეძახის რუსს და მოღალატეს და შენ ხარ ჩუმად? რა პასუხი უნდა გასცე- ბოდიში არ ვარ რუსი?! რა უნდა თქვა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. როცა მოდის სისხლიანი ნაცი და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.