გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ოდიშარია: ნაცმოძრაობაში არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა

15-06-2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს - რათა ორი, მაშ რამდენი - ოთხი, მე უკვე ოთხი მყავს დათვლილი - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.

 

მისი თქმით, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს - რათა ორი, მაშ რამდენი - ოთხი, მე უკვე ოთხი მყავს დათვლილი მაგალითად, აგერ ერთი კაცი სალაშქროდ გაემგზავრა წალენჯიხაში თავისი მომხრეების დასაცავად, მეორე, რომელიც მიშა სააკაშვილის ორპალატიანი ლუქსიდან დახსნას აპირებდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, მელიას ბანაკი აქვს დაცემული ცალკე, ხაბეიშვილს მგონი საერთოდ არეული აქვს ორიენტაცია, ვის ებრძვის, რას ებრძვის და იმხელა ოფისში მარტოა დარჩენილი. ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.