გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე მომღერალ აგალაროვის ჩამოსვლაზე: ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ რადიკალური ოპოზიციის ჩამოყვანილია არ გაბრაზდებიან, თუ მათი ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან და დაბურძგლავთ ამ ყველაფერზე

15-06-2023

„ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ მათიანის ჩამოყვანილია, არ გაბრაზდებიან. თუ მათიანის ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან და დაბურძგლავთ ამ ყველაფერზე, როგორც იტყვიან ხოლმე. აი, ამ ფსევდო გაბრაზებებთან გვაქვს მათი მხრიდან საქმე“- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, გაღიზიანდებოდა თუ არა ელენე ხოშტარია და მისი მოძრაობა მომღერალ ემინ აგალაროვის ვიზიტზე საქართველოში.

 

მდინარაძის თქმით, თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან.

 

„გააჩნია ეს ადამიანი (ემინ აგალაროვი) რა ეგიდით არის ჩამოსული. ოკუპაციის კანონი თუ არ არის დარღვეული ან რაიმე პროვოკაცია თუ არ იყო მისი მხრიდან მოსალოდნელი, მას ჩამოსვლის პრობლემა არ ექნებოდა.

 

თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, მაშინ პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან. გააჩნია რა მოხდება. მაგალითად, ვინოკუროვის შემთხვევა ასეთი იყო, ხმა რომ ამოეღო თავიდანვე ვინმეს ან რაიმე შეფერხება ყოფილიყო, იტყოდნენ, ანტიპუტინისტ რუს მოქალაქეებს ებრძვის „ქართული ოცნებაო“ და რომ არ შეექმნა, შემდეგ გახდა ლავროვის ნათესავი და ა.შ.

 

აქედან გამომდინარე, რეალურად თვალთმაქცობაა მათი ყველა საქციელი. თუ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქმის კურსში ყოფნა ფიქსირდება ან რადგან ნანი ბრეგვაძესთან არის შეიძლება მოერიდოთ ცოტა და არ გაღიზიანდნენ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.