გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ვოლსკი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილზე შეტევა არის ერთერთი მთავარი მიმართულება - უნდა შეიქმნას აღქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რათა მთელი ეს ისტერიული, უტიფარი აგრესია მისკენ იყოს მიმართული

16-06-2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უტიფარს უწოდებს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ „თუ ოცნების არჩევანი ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია“.


„ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, ვინც 2012 წლის შემდეგ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წაიყვანა და აბსოლუტურად ჩამოაშორა ყოველგვარი ანტიევროპული ნიშანი მმართველობას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში - განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.


მისი თქმით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სახელი, არის თუ არა ის პოლიტიკაში, ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, მასზე შეტევა არის ერთერთი მთავარი მიმართულება.


უნდა შეიქმნას აღქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რათა მთელი ეს ისტერიული, უტიფარი აგრესია მისკენ იყოს მიმართული.


„ასეთი უტიფარი განცხადება ამ დონიდან არ მომისმენია. გასაგებია, რომ შენი მოკავშირეა პოლიტიკური პარტია „ნაცმოძრაობა“ და დიდი ხანია ხდება ეს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ შენი მოკავშირეა პარტია, რომელმაც გესტაპოს მეთოდებით მართა ეს სახელმწიფო. 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, ვინც საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წაიყვანა და აბსოლუტურად ჩამოაშორა მმართველობას ყოველგვარი ანტიევროპული ნიშანი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.


ეს მან კარგად იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დგას ამ პოზიციაზე, ვინაიდან გამოეცალათ ყველა სხვა არგუმენტი. უნდა ებრძოლონ ადამიანს, რომელსაც დღევანდელ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. არგუმენტი არ გააჩნიათ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილის მიმართ.


ასეთი პოზიციის დაფიქსირების და შეტევის განხორციელების მცდელობას თავისი გარკვეული ასპექტები გააჩნია, იმიტომ, რომ უშველებელი რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ მოსახლეობამ ამოისუნთქოს და ადრონული თერაპიის ცენტრი მიიღოს, რომელიც ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს. შესანიშნავი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი შეიქმნა, გარკვეული დასახლებული პუნქტები აღორძინდა, მიწასთან იყო გასწორებული, უამრავი კულტურული ძეგლი გაკეთდა და კიდევ ბევრია დაგეგმილი.


რასაკვირველია, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სახელი, არის თუ არა პოლიტიკაში, ასოცირდება ქართულ ოცნებასთან, მასზე შეტევა არის ერთერთი მთავარი მიმართულება. გარდა ამისა, აღქმა უნდა შეიქმნას, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს და ის არის კარგი სამიზნე იმისთვის, რათა მთელი ეს ისტერიული, უტიფარი აგრესია მისკენ იყოს მიმართული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.