გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: ბახმაროს განაშენიანება ახალი გეგმით მოხდება

19-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა კურორტის წელიწადის ოთხვე სეზონზე დატვირთვას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ბახმაროს კურორტის განვითარების გეგმას ავსტრიელი ექსპერტები შეაფასებენ.

„კურორტის განვითარების გენერალური გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში ჩვენ გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი. ამასთან ერთად, განაშენიანება იყოს ტიპიური და არ გვქონდეს ისეთი ქაოსური განვითარება, როგორც, სამწუხაროდ, საქართველოში რამდენიმე კურორტზე მოხდა. ჩვენ ამასთან ერთად ავიყვანთ ექსპერტებს ავსტრიიდან, რათა მოხდეს აღნიშნული გეგმის ექსპერტიზა, რომ საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს უნიკალური კურორტი“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.