16-06-2023
ჯორჯ სოროსი და მისი ვაჟი, 37 წლის ალექსი, რომელმაც 92 წლის მამის 25-მილიარდიანი ქონების მართვა გადაიბარა, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ პროექტებს აფინანსებენ. აი, ესაა მემარცხენე ფსევდოლიბერალების რეალური სახე - იყო უსამშობლო! - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე Fox News-ის სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის დიასპორის საკითხებისა და სოციალური თანასწორობის მინისტრმა სოროსი მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის დემონიზაციის მცდელობის გამო.
როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, მსგავსი სახის აქტივობებს სოროსი საქართველოშიც აფინანსებს. ანალიტიკოსს მაგალითად მოჰყავს Human Rights Watch-ის შეფასებები და „ღია საზოგადოების ფონდის“ საქმიანობა, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.
„წარმოშობით უნგრელი ებრაელი ჯორჯ სოროსი და მისი ვაჟი, 37 წლის ალექსი, რომელმაც 92 წლის მამის 25-მილიარდიანი ქონების მართვა გადაიბარა, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ პროექტებს აფინანსებენ. აი, ესაა მემარცხენე ფსევდოლიბერალების რეალური სახე - იყო უსამშობლო! სოროსები სასტიკად გააკრიტიკა ისრაელის დიასპორის საკითხებისა და სოციალური თანასწორობის მინისტრმა ამიხაი ჩიკლიმ. მინისტრის განცხადებით, სოროსის მიერ დასპონსორებული Human Rights Watch (HRW) მძიმედ უტევს ისრაელს, როგორც აპარტეიდის სახელმწიფოს და ახდენს ქვეყნის დელეგიტიმაციას და დემონიზაციას. ჩიკლიმ ასევე აღნიშნა, რომ სოროსის ფონდი ფულს აძლევს ისრაელში რადიკალურ მცირე პალესტინელ ორგანიზაციებს, რომლებიც ისრაელს კოლონიალურ სახელმწიფოდ და მორალურ ცოდვად წარმოაჩენენ. ხომ გახსენდებათ Human Rights Watch-ის ყალბი შეშფოთებები საქართველოში ადამიანის უფლებათა "მასობრივ დარღვევებზე", აქაური მეხუთე კოლონის განშტოების "ღია საზოგადოების ფონდის" მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ? ამ და სხვა მსგავს ანგარიშებს უსამშობლო სოროსი აფინანსებს“ -წერს აბაშიძე Facebook-ზე.