16-06-2023
„ქალბატონ რასას რომ შევახსენოთ, მანამდე (წინა ხელისუფლების დროს) არაფერი ჰქონდა ევროინტეგრაციასთან საერთო ადამიანების წამებას, ქუჩაში დახოცვას, ბიზნესის რეკეტს და ა.შ“... - ამის შესახებ, მედიასთან საუბრისას განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილი ევროპარლამენტარს ახსენებს საქართველოს უახლოეს წარსულს და აღნიშნავს, დღეს თუ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
„რა თქმა უნდა, ქალბატონი რასა არაა შემკვეთი, ის ასრულებს დავალებებს, როდესაც ამ განცხადებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, მისი განცხადება არაა მნიშვნელოვანი, თუმცა პასუხგასაცემი მაინც არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნებაა, ვინც ქვეყანა შეატრიალა ევროინტეგრაციისაკენ. ქალბატონ რასას რომ შევახსენოთ, მანამდე არაფერი ჰქონდა ევროინტეგრაციასთან საერთო ადამიანების წამებას, ქუჩაში დახოცვას, ბიზნესის რეკეტს და ა.შ.. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი რასა თვითონ არაა შემკვეთი და მხოლოდ შემსრულებელია, მაინც შევახსენოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.