გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

16-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

  

მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და აკადემიური საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი ასევე შეეხო სტუდენტებისთვის მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის საკითხებს.