გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გიორგი ამილახვარმა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სამუშაო შეხვედრა გამართა

16-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა.

 

მინისტრმა სკოლის კამპუსი დაათვალიერა, უწყების თანამშრომლებთან და ტრენინგების მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სკოლის პროგრამები, სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილა.